მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის გუნდის „ახალი“ ეკონომიკური ხედვა

პარლამენტი ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადება. მინისტრობის კანდიდატების უმრავლესობას გაერთიანებულ კომიტეტებში უკვე მოუსმინეს. მომავალი პრემიერის მთავრობას უკვე ხუთშაბათის სესიაზე უყრიან კენჭს. ახალი პრემიერის გუნდში ახალი მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იქნება, ამ პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს, ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია ახალ სამთავრობო პროგრამას თითქმის უცვლელი შინაარსით.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც კობახიძის ეკონომიკური გუნდი საზოგადოებას პირდება.

მინისტრობის კანდიდატები ირწმუნებიან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი, ინკლუზიური ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებებზე. ეს იყო მთავარი გზავნილები გუშინ ეკონომიკური პროფილის მინისტრებისგან. 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამა ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა წარადგინეს.

რა იცვლება მთავრობაში მათი ხელახალი მოსვლით, რა უთხრა კობახიძის გუნდმა ახალი საზოგადოებას, რა ვერ შესრულდა არსებული პროგრამით და რის გამოსასწორებლად მოდის ახალი მინისტრთა კაბინეტი - რამდენად გაეცა პასუხები ამ კითხვებს?

სტუმრები: თენგიზ კირთაძე - ევროპული საქართველოს წევრი;

ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტების წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები