მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი,- ამის შესახებ PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიუღებელია კობახიძის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება 29 დეკემბერს.
"ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
მოვუწოდებ კობახიძეს, გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს", - წერს PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი.
I wish to remind the @PM_Kobakhidze that his country is a member of the @coe. The direct threat he made today against @Zourabichvili_S to imprison her when her term of office expires on 29 December is unacceptable, contrary to the principles of democracy and the rule of law.
— Theodoros Rousopoulos (@PACE_President) December 22, 2024