მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის თქმით, ყაველაშვილი საქართველოს EU-ში შეიყვანს. ვნახოთ - ზატულინი

ყაველაშვილი

რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი, "ქართული ოცნების" მხრიდან მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ რუსეთთან ომის საფრთხის შექმნა არ ისურვა.

"პრემიერი კობახიძის თქმით, ახალი პრეზიდენტის ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში შეიყვანოს. ვნახოთ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ არ მოისურვა გამხდარიყო სხვისი ინსტრუმენტი და კვლავ შეექმნა საქართველოსთვის რუსეთთან ომის საფრთხე, ზელენსკისგან განსხვავებით",- განაცხადა ზატულინმა.

ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არის ზღურბლი, რომლის გადაბიჯება საქართველოს ემოციური პოლიტიკოსებისთვის რთულია.

"ეს არის მოცემულობა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს. მიუხედავად ყველაფრისა, თანამშრომლობისთვის შესაძლებლობები გამოსანახი იქნება", - განაცხადა ზატულინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები