საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას“.
ამის შესახებ კობახიძემ „ხაზარაძის საქმის“ კომენტირებისას განაცხადა.
„გარკვეული ძალები ცდილობენ, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენი ამოცანა არის ის, rom ეს საკითხი უნდა დავტოვოთ სამართლებრივ ჩარჩოში. საუბარია, მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაშიც ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საქმის განხილვას, ეს არის არასწორი. ჩვენ აუცილებლად სამართლებრვ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.

























