მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის თქმით, ხვალ ოპოზიციასთან შეხვედრაზე "გერმანულ მოდელზეც" იმსჯელებენ

5de0ef1f73859
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.19 14:20
2284
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიამ "ანგარიში გაუწია" დიპლომატიურ კორპუსს და ისინი მზად არიან ოპოზიციის წევრებს 30 ნოემბერს ქვეყანაში გერმანული მოდელის დამკვიდრების თაობაზე ესაუბრონ. 

"გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი,"- აცხადებს კობახიძე. 

"ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისგან ე.წ. "გერმანულ მოდელზე" გადასვლას ითხოვს. 

2020 წლის არჩევნების "გერმანული მოდელის" მიხედვით, პარტიათა შორის მანდატები განაწილდება იმის პროპორციულად, რა მხარდაჭერასაც ისინი არჩევნებზე მოიპოვებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები