გაყიდვების სააგენტო KobeOff აზიისა და ტაილანდის ბაზარზე შედის.
კომპანია, რომელსაც უკვე 5 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული საამირო, გერმანია, რუსეთი) აქვს წარმომადგენლობა კლიენტების მოძიებას ტაილანდსა და ინდოეთშიც იწყებს.
კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ს KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი ესაუბრა.
" ჩვენი კომპანია კლიენტების მოძიებას უკვე აზიაში იწყებს. დაგვემატა ტაილანდი და ინდოეთი. ორივე ძალიან დიდი და მასშტაბური ბაზარია და შესაბამისად, ძალიან დიდია შესაძლებლობებიც.
რეალურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენი მომსახურებით, ჩვენ ვთავაზობთ სერვისს იურიდიული და ბუღალტრული მომსახურებიდან გასაღების ჩაბარებამდე", - განაცხადა ირაკლი კობერიძემ.
ასევე KobeOff ეძებს ისეთი ტიპის კერძო გამსესხებლებს შუამავლების გარეშე, რომლებიც კომპანიის მომხმარებლებს სესხის დამტკიცებაში დაეხმარებიან. საუბარია კომპანიის იმ კლიენტებზე, რომლებსაც ქონების ჩადება, ან ყიდვა სურთ.
კომპანიას აქვს ქონების შეფასების სისტემა, რაც მათი თქმით, გამსესხებელს დაეხმარება კლიენტებისთვის ზუსტი თანხის დაანგარიშებასა დამტკიცებაში.
კომპანიას, ასევე ვებსაიტზე ექნება განთავსებული ყველა ხელმისაწვდომი უძრავი ქონება 360 გრადუსით. შესაბამისი აპარატურა KobeOff-მა საქართველოში უკვე ჩამოიტანა. ასევე, ქვეყანაშია ტრიდე აპარატურა, რომლითაც საიტზე განთავსებულ ყველა განცხადებას ექნება 3D მხარდაჭერა. ასევე, ნებისმიერ ობიექტს შეაფასებს შესაბამისი ბიურო, რითაც ბაზარზე არსებული ფასის გარდა, მოხდება რეალური თვითღირებულების დადგენაც.
წარმატებული გაყიდვების უზრუნველსაყოფად KobeOff სხვადასხვა სადაზღვევო თუ ფინანსურ, კერძო და საჯარო ინსტიტუტებთანაც თანამშრომლობს, რომელთა შორისაცაა TBC ბანკი, RedCo, The Loft Development, Payze, “ირაო” და სხვა.
დაარსების შემდეგ კომპანიამ რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებაზეც იმუშავა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
კომპანიის პორტფელი სხვადასხვა საფასო კატეგორიის ქონების გაყიდვებს აერთიანებს - როგორც KobeOff-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, KobeOff.com-ის მომსახურებით საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებლები სარგებლობენ, რომელთა ქონების ღირებულება $50 000 აღემატება.