კობერიძე ლარის კურსზე: არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინებზე
სალომე მეცხვარიშვილი
22.10.18 18:50
• 1319
ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას, არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინებზე,- ამის შესახებ დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს.
მისი თქმით, ლარის კურსის გაუფაუსრების საკითხი უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული და შესაბამისმა უწყებებმა აიღონ პასუხისმგებლობა ვალუტის მოკლევადიან პერიოდში მერყეობაზე.
„ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გარკვეული პოზიცია და აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისმა სტურუქტრებმა. არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინებზე და მხოლოდ მოლოდინებით ხდებოდეს ახსნა ლარის კურსის ასეთი მერყეობის მოკლე ვადაში. იგივე ეკონომიკურ ზრადზე, ვფიქრობ, ამაზე გვაქვს უფრო მეტად სასუბრო და არა ფარულ ჩანაწერებზე“,- აცხადებს ლევან კობერიძე.