მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობი ბრაიანტის სადებიუტო მაისური “სოთბის” აუქციონზე $7 მილიონად გაიყიდა

კობი ბრაიანტის სადებიუტო მაისური

მაისური, რომლითაც ლეგენდარულმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა სადებიუტო შეხვედრაში, 1996/97 წლების სეზონში იასპარეზა, “სოთბის” აუქციონზე 7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ღირებულება საკალათბურთო ეკიპირებაში გადახდილი თანხის ოდენობით ისტორიაში მეორე შედეგია.

თავად ბრაიანტის გაყიდული რელიქვიებიდანაც ეს ნივთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან აქამდე უძვირფასესად მისი 2008 წელს საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღებისას ნაცვამი ეკიპირება ითვლებოდა.

“სოთბი” აღნიშნულ მაისურს აფასებს, როგორც ხიდს თინეიჯერის საოცარ პოტენციალსა და იმ დახვეწილ სიდიადეს შორის, რომელიც მის გზას მოჰყვა. აქამდე ეს მაისური 2012 წელს $115 ათას დოლარად იყო გასხვისებული.

„ახალბედა სპორტსმენების ადრეული მაისურები მათი კარიერის დასაწყისს ასახავს. კოლექციონერებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ საგანძურს ეძებენ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ფლობდეთ საკალათბურთო ისტორიის სიმბოლურ ნაწილს. სადებიუტო მატჩები ის მოვლენებია, რომლებიც თითოეული სპორტსმენის კარიერაში მხოლოდ ერთხელ დგება. ეს არის მომენტი, როდესაც მათი პროფესიონალური კარიერისადმი მოლოდინები სრულად რეალიზდება დიდ ლიგებში“, – განაცხადა Sotheby’s-ის თანამედროვე კოლექციების ხელმძღვანელმა ბრაჰმ ვახტერმა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად სპორტის სადებიუტო მაისურებს შორის ღირებულებით კობი ბრაიანტი ცალსახა ლიდერია, თუმცა ზოგადად მაისურებს თუ ავიღებთ მხედველობაში მასზე ძვირად აქამდე: ბეიბ რუთის Called Shot მაისური ($24 მილიონი), მაიკლ ჯორდანის 1998 წლის NBA-ის ფინალისა ($10,1 მილიონი) და დიეგო მარადონას 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ნაცვამი ეკიპირება ($9,3 მილიონი) გაყიდულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები