მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კოდა" წარმოების 20%-იან ზრდას გეგმავს - ინვესტიციის მოცულობა ₾4 მილიონამდეა

კოდა

„კოდა“ წელს წარმოების მინიმუმ 20%-ით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია ახალი საფრინველეს აშენებასა და ახალი დანადგარის დამატებაზეც. როგორც ზურაბ ჭუჭულაშვილმა განაცხადა, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ ლარი იქნება.

„ორი კონტრაქტი გავაფორმეთ და მინიმუმ 20%-ით ვზრდით წელს წარმოებას. ახალ საფრინველეს ვაშენებთ, ასევე შევიძინეთ დამხარისხებელი მანქანა ჰოლანდიაში. საფრინველეს ჩვენსავე ტერიტორიაზე ვაშენებთ. ინვესტიციის მოცულობა 4 მლნ ლარამდე იქნება წელს“, - განაცხადა მან.

"კოდას" საწარმო ლილოში მდებარეობს. კომპანია კვერცხს და ქათმის ხორცს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები