მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kohi.ge ევროკავშირში შევიდა და ბულგარეთში ფილიალი გახსნა

613e3219014c9
მარიამ იზორია
12.09.21 22:00
1323
კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელმა კომპანიამ kohi.ge-მ ივლისში ბულგარეთში ფილიალი გახსნა, რომელიც ევროპელ მომხმარებელს ემსახურება.

კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ kohi.ge-ს სახლებზე მოთხოვნა უცხოელი მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია.

„ივლისში ბულგარეთში kohi.ge-ს ფილიალი გავხსენით, ასევე ოფისები სოფიასა და ვარნაში, ბულგარეთშივე გვაქვს პატარა წარმოებაც, მაგრამ დიდ შეკვეთებს საქართველოში ვამზადებთ და ისე გაგვაქვს. ეს ფილიალი ევროპელ მომხმარებელს ემსახურება, მოთხოვნა მაღალია, უკვე შეკვეთები გერმანიიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გვაქვს“ - აცხადებს ირაკლი ლომიძე.

Kohi.ge-ს დამფუძნებლის თქმით, წლის ბოლომდე ფილიალისა და საწყობის გახსნა გერმანიაშიც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები