მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kohi.ge ხის სახლებს ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანს

60aa0eb6db01c
მარიამ იზორია
23.05.21 13:00
3319
კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი კომპანია Kohi.ge ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში პირველ ეტაპზე ექვს ხის სახლს გაიტანს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე bm.ge-სთან ყვება, ექსპორტზე გასატანი სახლები საამქროში უკვე მზადდება.

„ექსპორტზე გასვლა პანდემიამდე გვინდოდა, მაგრამ შევფერხდით, ახლა ჩვენს საამქროში პირველი ექვსი სახლი ეწყობა, მათგან ორ სახლს საბერძნეთში, ორს გერმანიაში, ორს კი ბულგარეთში გავიტანთ, მოთხოვნა kohi.ge-ის სახლებზე საზღვარგარეთაც საკმაოდ მაღალია“ - ამბობს ირაკლი ლომიძე.

ცნობისთვის, kohi.ge-ს წარმოების პროცესი თბილისსა და სენაკში მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, სენაკში ახალ საწარმოს აშენებენ, რომელიც kohi.ge-ში დასაქმებულთა რაოდენობას 50-დან 150-მდე გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები