"ჯანდაცვის სამინისტრომ ფინანსური ვალდებულებები უნდა გადააბაროს იმ სტრუქტურებს, რომლებიც ამით დაინტერესებულები არიან და თვითონ ხარისხის მკვეთრი კონტროლი უნდა აწარმოოს, რაც დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს“, - ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კოკა ფრუიძემ განაცხადა. მისი თქმით ჯანდაცვის სექტორში მეტი მიზნობრივობა, ხარისხის კონტროლი და კერძო სადაზღვევო კომპანიების განვითარების ხელშეწყობაა საჭირო.
"თავისიფალი დემოკრატები“ სახელმწიფო დაზღვევის შემოღების წინააღმდეგები არიან და ამბობენ, რომ ადამიან სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს. ფრუძეს განცხადებით, ამბოლატორიული მომსახურება საქართველოში პრაქტიკულად აღარ არის, მთელი მომსახურეობა ჰოსპიტალურს სექტორზე გადავიდა, რამაც აღნიშნულ სექტორში დანახარჯების დრამატული ზრდა გამოიწვია.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენ სწორ ეფექტს მოგვცემს და ჩვენ აქედან სწორ გაანგარიშებას გავაკეთებთ თუ რა მოთხოვნები ექნება მოსახლეობას, რომ შემდგომ ის დავაფინანსოთ. არც გადასახადები უნდა გავზარდოთ საგადასახადო სისტემაში და არც სხვა ახალი არ უნდა გამოვიგონოთ, უბრალოდ შესაძლებელია სხვა ქვეყნების მაგალითის მორგება, სადაც არსებობს ასეთი სისტემები და სადაც ძირითადი მოთამაშე სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ კერძო სადაზღვევო კომპანიებია. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბიუროკრატიული აპარატი შექმნას“, - განაცხადა ფრუიძემ.

























