მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" "ბაკურიანი 2025"-ის მთავარი პარტნიორია - ოლიმპიური ფესტივალის დეტალები 24 აგვისტოს დაანონსდება

კოკა-კოლა
23.08.24 13:00
494

“კოკა-კოლა“ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ერთგულ მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანიის და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის გლობალური თანამშრომლობის ისტორია ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. "კოკა-კოლა“ 1896 წელს, ათენში ჩატარებული პირველი ოლიმპიური თამაშების მხარდამჭერი იყო და მას შემდეგ სპორტული ღონისძიების მუდმივი პარტნიორია. გამონაკლისი არც პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები ყოფილა. ამ აქტივობით "კოკა-კოლა" მოუწოდებს ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ.

საერთაშორისო დონეზე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც კომპანია საქართველოში იჩენს სპორტის მიმართ. როგორც ცნობილია, 31-წლიანი ისტორიის მქონე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების აქტიური მხარდამჭერი, საქართველოში ამ მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდში. სწორედ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“ 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია.

ახალგაზრდა სპორტსმენების კონტინენტურ შეჯიბრებას საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიების მთავარი ლოკაცია ბაკურიანია, თუმცა თამაშები ასევე გაიმართება თბილისსა და ბათუმში. ფესტივალი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას. "ბაკურიანი 2025"-ის მაღალ დონეზე ჩასატარებლად შენდება ახალი სივრცეები და მრავალი პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ცნობადობა, რომელსაც ეს მასშტაბური ღონისძიება საქართველოს მოუტანს. სპორტის ხელშეწყობასთან ერთად, სწორედ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული ეს ასპექტებია მნიშვნელოვანი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის“, როგორც ფესტივალის გენერალური მხარდამჭერისთვის.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2020 წლის ნოემბერში, ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. შედეგად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელშიც გაიმართება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საქართველომ ზაფხულის ფესტივალს წარმატებით უმასპინძლა. რასაკვირველია "თბილისი 2015"-ის გენერალური პარტნიორი ასევე "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" იყო, რომელმაც სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ნახევარლიტრიანი ბოთლი "თბილისი 2015"-ის ლოგოტიპით გამოუშვა. ახლა კი ქვეყანა ზამთრის ფესტივალისთვის ემზადება. „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი 24 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გახდება, სადაც ასევე გაიმართება ფესტივალის კლიპის პრეზენტაცია. ამასთან, დაგეგმილია კონცერტი. ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები.

24 აგვისტოს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გენერალური მხარდამჭერი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იზრუნებს ღონისძიების სტუმრების კომფორტსა და გაგრილებაზე, რისთვისაც ადგილზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში რიგით მეშვიდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები