ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში მორიგი კონცერტი გაიმართა. ორკესტრს რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა, მოწვეული სოლისტი კი ცნობილი საქსოფონისტი რიშარდ ზოლეძიევსკი იყო. კონცერტის პროგრამა სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს აერთიანებდა. აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობას მხარს უჭერს კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, რომლის ჩართულობაც კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ 101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს გაიხსნა და მას შემდეგ მსმენელის წინაშე არაერთი ქართველი და უცხოელი მუსიკოსი წარდგა. სეზონი ნოემბერშიც გაგრძელდება - მომდევნო კონცერტი 20 ნოემბერს გაიმართება. საღამოს ახალგაზრდა ქართველი დირიჟორები, სოფია ხუციშვილი და გუგა ცინცაძე, გაუძღვებიან, სოლისტები კი ჩელისტი ლიზი რამიშვილი და მეცო-სოპრანო ირინა შერაზადიშვილი იქნებიან.






























