ერთ საათში საქართველოს ნაკრები დორტმუნდის სტადიონზე და მთელი დანარჩენი ქვეყნის ყურადღება სტადიონისკენ იქნება. საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველ თამაშს თურქეთთან ითამაშებს. ქომაგების ნაწილი გერმანიაშია, ისტორიული მატჩისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი თამაშზე დასასწრები ბილეთების 10 000-იანი კვოტა რამდენიმე საათში გაიყიდა. დასუფსიდირდა ფრენები გერმანული ქალაქებისკენ და ჯამში ჩარტერულ რეისებზე 5220 ავიაბილეთია გაყიდული. ცხადია დიდი სამზადისია საქართველოში და ევრო 2024-ის საჯარო ჩვენებებისთვის სივრცეები მოწყობილია თითქმის ყველა დიდ ქალაქში. აქტიურია ბიზნესიც, ეროვნული სიმბოლიკით არის მორთული კაფე ბარები თუ სპორტული კლუბები. თბილისში ლოკომოტივის სტადიონზე კოკა კოლამ სხვა და სხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი და მიუხედავად იმისა რომ თამაშამდე ერთი საათია დარჩენილი ფანზონაში სტუმრობა უკვე შესაძლებელია. თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან.