მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ და ილიაუნიმ ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გააფორმეს

კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
19.06.24 12:19
329

კომპანია „კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე აწერენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას კომპანია Coca-Cola-ს განათლებისადმი ერთგულებას სხვადასხვა ინიციატივებითა და პარტნიორობით, აქტიურ მონაწილეობას სტუდენტების სპორტული ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და სტიმულირებაში.
კომპანია Coca-Cola-ს, სასმელების გლობალურ გიგანტს, თავისი ბრენდის საგანმანთლებლო და სპორტულ ღონისძიებებთან ასოცირების დიდი ისტორია აქვს. ამ სტრატეგიულმა ალიანსმა არა მხოლოდ გააუმჯობესა კომპანიის ბრენდის იმიჯი, არამედ ხელი შეუწყო საგანმანათლებლო და სპორტული სექტორის წარმატებას.
კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდების გაძლიერებას საგანმანათლებლო და სპორტული ინიციატივების საშუალებით. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ნიჭის განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.
Coca-Cola-ს ერთგულება განათლებისა და სპორტისადმი ღრმად არის ფესვგადგმული კომპანიის ისტორიასა და კულტურაში, ასახავს მის რწმენას განათლების და ცოდნის ძალის მიმართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სპორტისა და განათლების კვეთას უამრავ სარგებელს მოიტანს.
ამჯერად, კომპანიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა, რომლის გახსნაც სწორედ 18 ივნისს დაიგეგმა. ახლად გახსნილ სპორტულ მოედანზე სტარტს აიღებს „კოკა-კოლას ჩემპიონატი“ მინი-ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორებისგან დაკომპლექტებული გუნდები. საფეხბურთო გუნდების კენჭისყრა კი სტადიონის გახსნისთანავე გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გაიმართება პოსტერების კონკურსის „მე-12 მოთამაშე“ დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსის მიზანია

საუკეთესო საკომუნიკაციო გზავნილის გამოვლენა საქართველოს ეროვნული ნაკრებისადმი, რომელიც ფეხბურთელების მოტივაციას ევრო 2024 -ზე მკვეთრად აამაღლებს. სამი საუკეთესო ნამუშევარი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

ღონისძიების დასასრულს ილიაუნის ეზოში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, გაიმართება ისტორიული მატჩის, საქართველო-თურქეთის ჩვენება.
Coca-Cola მხარს უჭერს აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების წესს. სტრატეგიული პარტნიორობის, ინოვაციური პროგრამების და საზოგადოების მონაწილეობის მეშვეობით კომპანია აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სხვა უნივერსიტეტების საგანმანათლებლო ინიციატივებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები