მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პარტნიორობით სფფ-მ ახალი პროექტი “ფეხბურთი აერთიანებს - Football Unites" დაიწყო

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ვაკის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას თანამშრომლობით ახალი პროექტი "ფეხბურთი აერთიანებს - Football Unites" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობას 70 დევნილი და ლტოლვილი ბავშვი იღებდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მხარდაჭერითა და “UEFA Football and Refugees Grant -ის დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება. რა თქმა უნდა სადაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესია იქ არიან ეროვნული ნაკრების ერთგული პარტნიორი კოკა კოლა და მაკდონალდსიც, რომლებიც პროექტის დასასრულს მონაწილე ბავშვებს თავიანთი პროდუქციით გაუმასპინძლდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები