მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 ივნისს კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს ხელშეკრულება კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოკა კოლას განათლებისადმი დიდ პატივისცემას და სტუდენტებს შორის აქტიური, სპორტული ცხოვრების ხელშეწყობას. ღონისძიების ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა და გაიხსნა უნივერსიტეტის სტადიონი, სადაც კოკა კოლის მინი საფეხბურთო ტურნირიც დაიწყო. ამას გარდა კი პოსტერებს შორის შეჯიბრის, სახელწოდებით "მე-12 მოთამაშე", გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლის მოტივაციაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიმართ საუკეთესო მესიჯის შერჩევა იყო. დღე კი მიხეილ მესხის სტადიონზე დაგვირგვინდა, სადაც კოკა კოლას მხარდაჭერით 6 დიდი ეკრანი დაიდგა და ათობით ათას გულშემატკივარს თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება მიეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები