მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიამ" კოკა-კოლას ალუბლის არომატით წარმოება დაიწყო

Coca-Cola Cherry
18.07.25 19:09
1632

"კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიამ" "კოკა-კოლას" ალუბლის არომატით წარმოება დაიწყო.

“კოკა-კოლა” ყოველთვის იყო სიახლეებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული. ბრენდისთვის პრიორიტეტულია სიამოვნების გაზიარება და მომხმარებელზე დაუღალავი ზრუნვა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Coca-Cola Cherry სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელებაა – ის იქმნებოდა უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რათა ალუბლის გემო სრულად შერწყმოდა კლასიკურ "კოკა-კოლას" არომატს.

აღსანიშნავია, რომ პირველად ალუბლის არომატიანი "კოკა-კოლა" 1985 წელს აშშ-ში ჩამოასხეს, რაც მომხმარებლების მხრიდან კლასიკურ სასმელში ალუბლის ჩამატების ფართო შემთხვევებმა გამოიწვია. სასმელი ათეულობით ქვეყანაში იწარმოება და მიმდინარე ზაფხულიდან საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები