კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ, როგორც როგორც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გენერალურმა მხარდამჭერმა, ბათუმში ფესტივალისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. სტუმრების კომფორტსა და გაგრილებაზე კომპანიამ იზრუნა, რისთვისაც ადგილზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყო. გაიმართა კონცერტი და ცნობილი გახდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დეტალები. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების აქტიური მხარდამჭერი, საქართველოში ამ მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდში. სწორედ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“ 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ახალგაზრდა სპორტსმენების კონტინენტურ შეჯიბრებას საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს. ბათუმში, 24 აგვისტოს გამართული ღონისძიება ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში რიგით მეშვიდეა.