33 წლის წინ, 1993 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა “კოკა-კოლა”, რაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში გლობალური ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო.
დღეს კი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც ამარაგებს პროდუქციით, კომპანია გაზიანი და გამაგრილებელი სასმელების გარდა საქართველოში მტკნარი წყლის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელიცაა.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს ყოველწლიურად ასაჯაროებს.
ამჟამად გამოქვეყნებულია კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიხედვითაც, "კოკა-კოლამ" რეკორდული მოცულობის 504 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან ექსპორტის შემოსავლები 17 მილიონ ლარს შეადგენდა.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2024 წელს 84 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
"კოკა-კოლამ“ საქართველოში უნიკალური გზა გაიარა და ქვეყანაში გამაგრილებელი სასმელების წარმოების ინდუსტრია შექმნა. დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ, კოკა-კოლა დროს ყოველთვის წინ უსწრებდა, ვითარდებოდა, ინოვაციებს ნერგავდა და ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა.“კოკა-კოლა” საქართველოში დღეს უკვე არის თანამედროვე, განვითარებული და მრავალფეროვანი ეკოსისტემა, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ტრადიციას, ხარისხს და მომავალს ქმნის", - აცხადებენ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში".
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ
The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია TCCC-ის სავაჭრო ნიშნიან პროდუქციას აწარმოებს, ფუთავს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, ხოლო TCCC ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი TCCC-ის სავაჭრო ნიშნიანი ისეთი პროდუქციის მარკეტინგზე, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Mtis, Burn და Fuse Tea. TCCC ასევე პასუხისმგებელია შესაბამისი კონცენტრატებითა და სასმელებით კომპანიის მომარაგებაზე. ამასთან, კომპანიას აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის და მინის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.
TCCC-თან პირველ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1993 წელს და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება (ნახევარ წელიწადში ან წელიწადში ერთხელ, დაწყებული 2008 წლიდან). 2023 წლის 31 დეკემბერს კომპანიამ მიიღო შეთანხმების მომდევნო ერთწლიანი ვადით გაგრძელება 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
2024 წლის ივნისში, კომპანიამ დასრულდა მთის ქარხნის მშენებლობა და ყველა დანადგარის გადატანა მოხდა ახალ შენობაში. კომპანიამ თავის პორტფელში დაამატა 3 ლიტრი და 5 ლიტრიანი ფორმატის მთის პროდუქცია, რომლის პირველი წარმოება ივნისში შედგა. აღნიშნულ მთის ქარხანაში დეკემბრის დასაწყისში კომპანიამ დაასრულა ახალი საწარმოო ხაზი, რომელიც აწარმოებს არსებული მთის პროდუქციას 0.5 ლიტრიანი და 1.5 ლიტრიანი შეფუთვებით", - ნათქვამია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2024 წლის ანგარიშში.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქტივების ჯამური ღირებულება 418.5 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. კომპანია 900-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ გერმანიის საინვესტიციო კორპორაციისგან (DEG), 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.




























