მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კოკა-კოლამ" ენერგეტიკული სასმელის წარმოება დაიწყო

5cf7d1cc43950
მიშა ხაჩიძე
06.06.19 00:10
2406
ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ“ ენერგეტიკული სასმელის წარმოებაც დაიწყო.

„ერთადერთი ენერგეტიკული სასმელი საუკეთესო „კოკა-კოლას“ არმოატით’’, - ეს ბრენდის ენერგეტიკული ხაზის სლოგანია.

Energy - შეიცავს კოფეინს, გუარანას ექსტრაქტს, B ჯგუფის ვიტამინებს და „რედ ბულისგან“ განსხვავებით, არ შეიცავს ტაურინს.

„კოკა-კოლას“ ენერგეტიკული სასმელი ევროპულ ბაზრებზე უკვე იყიდება; მისი ღირებულება საშუალოდ 1,19 ევროს შეადგენს, „რედ ბულთან“ შედარებით, ის 20%-ით ძვირი ღირს, ერთი „რედ ბულის“ ღირებულება ევროპულ ბაზრებზე დაახლოებით, 0.99 ევროა.

როდის გამოჩნდება საქართველოს ბაზრებზე „კოკა-კოლას“ ენერგეტიკული სასმელი და რა იქნება მისი ფასი, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები