კოკა-კოლამ, როგორც ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა პარტნიორმა და ეროვნული ნაკრების მუდმივმა მხარდამჭერმა, გულშემატკივრებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, დასწრებოდნენ ნაკრების თამაშებს გერმანიაში და ყველაზე ცხელი წერტილიდან გაეზიარებინათ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტი.
გათამაშება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობდა, 9 მაისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდა. სულ გამოვლინდა 16 გამარჯვებული. რა პრიზები გადაეცათ გამარჯვებულებს და როგორ ჩაიარა დაჯილდოების ცერემონიამ?