მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოკა-კოლამ საკოლექციო ქილები გამოუშვა

კოკა-კოლა რომელიც მსოფლიოს აერთიანებს, აგერ მთლად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გემო გახდა.ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში (FIFA World Cup 2026) მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმებული სპეციალური საკოლექციო შეფუთვა დაიდო კოკა-კოლასგან და ცხადია, ჩვენებმა მგონი პირველებმა იმარჯვეს და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრებს სპეციალური, ლიმიტირებული გამოშვების კოკა-კოლას საკოლექციო ქილებს - FIFA World Cup 2026 - კამპანიის ფარგლებში სთავაზობს.

სპეციალური გამოშვების კოკა-კოლა კლასიკისა და უშაქრო კოკა-კოლას - Coca-Cola Classic და Coca-Cola Zero Sugar - ქილები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმდა. ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ დროშებს კოკა-კოლა კლასიკის ქილაზე შეხვდებით, პორტუგალიისა და ნიდერლანდების დროშები კი უშაქრო კოკა-კოლას ქილაზე დაგხვდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები