მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოკა-კოლას საქართველოს თასი 2026 - ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი თბილისში

თბილისში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე, წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება „კოკა-კოლას საქართველოს თასი“ მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 22 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის“ საქართველოში სპორტის, კერძოდ კი ჩოგბურთის განვითარება და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართვა სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია ამ საერთაშორისო ტურნირის მთავარი სულისჩამდგმელი და პარტნიორია. „კოკა-კოლა“ ახალგაზრდა სპორტსმენებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შანსს აძლევს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისშიც კომპანიამ ამავე თასის ორ ტურნირს წარმატებით უმასპინძლა, რაც მომავალი თაობის პროფესიული განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე შეჯიბრებას, ის 10-დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იმართება და მასში 17 ქვეყნის 300-მდე ახალგაზრდა ჩოგბურთელი მონაწილეობს. მათ შორისაა: საქართველო, აშშ, უკრაინა, იტალია, გერმანია, ინგლისი და სხვა. ტურნირი წრიული სისტემით წარიმართება, სადაც თითოეული მონაწილე კორტზე მინიმუმ 4 მატჩს ჩაატარებს. ხაზგასასმელია ტურნირის საერთაშორისო პრესტიჟიც: Ten-PRO Global Junior Tour მსოფლიოს ისეთ წამყვან საჩოგბურთო აკადემიებში ტარდება, როგორებიცაა რაფაელ ნადალის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, ჯუსტინ ჰენინისა და პატრიკ მურატოგლუს აკადემიები. მათ რიგებში კი ახლა უკვე თბილისის ლეილა მესხის აკადემიაც საპატიო ადგილს იკავებს. ერთკვირიანი საჩოგბურთო მარათონი 30 აგვისტოს ფინალური მატჩებით დასრულდება. შეჯიბრების ბოლოს 42 პრიზიორი გამოვლინდება - თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში I, II და III ადგილზე გასულ სპორტსმენებს „კოკა-კოლასა“ და Ten-PRO-სგან სპეციალური თასები, მედლები და პრიზები გადაეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები