მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოკა-კოლას საშობაო ქარავანი მოგზაურობას 30 დეკემბერს დაასრულებს

ქარავანი

“კოკა-კოლას” ჯადოსნური ზღაპარი გრძელდება - საახალწლო ტრადიცია წელს 20 დეკემბრიდან განახლდა და, მას შემდეგ, “კოკა-კოლას” საშობაო ქარავანმა სადღესასწაულო განწყობა თითქმის მთელს საქართველოში გაავრცელა და თუ ის თქვენამდე ჯერ არ მოსულა, აუცილებლად უნდა დაელოდოთ.

28 დეკემბერს “კოკა-კოლას” საშობაო ქარავანი გურიას ეწვია და ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საახალწლო განწყობა ჩაიტანა. იმ ადამიანთა რაოდენობა კი, რომლებსაც ტელეეკრანებიდან განცდილი ჯადოსნური ისტორიის რეალურ სივრცეში გამოცდა სურთ, წლიდან წლამდე იზრდება. ქარავნის გარშემო ასობით ადამიანი, დიდი თუ პატარა იკრიბება, “კოკა-კოლა” კი საშობაო ზღაპარს განსაკუთრებით ბევრ ბავშვს უხდენს.

11 დღის განმავლობაში ქარავანი თბილისს, რუსთავს, კახეთს, იმერეთს, სამეგრელოსა და გურიას ეწვია. საშობაო მოგზაურობა კი 30 დეკემბერს, სოფელ ქვემო ჭალაში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები