ნატახტარში "კოკა-კოლის" ახალი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.
როგორც bm.ge-ს ბიზნესმენმა ტემურ ჭყონიამ განუცხადა, მშენებლობის დაწყება 22-23 მაისს იგეგმება. ახალი ქარხანა ექსპლუატაციაში მომდევნო წლის აპრილში უნდა შევიდეს.
თემურ ჭყონიას თქმით პროექტის ღირებულება 18 მილიონი ევროა.
ამჟამად "კოკა-კოლას" ქარხანა თბილისში მდებარეობს. ახალი ქარხნის აშენების შემდეგ თბილისში არსებული საწარმო სრულად ნატახტარში გადავა.