მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოკა თოფურია: პროვაიდერი სახელმწიფო არ ქმნის ხარისხს

5b28c1812ab02
თათია ჩაფიჩაძე
19.06.18 13:58
2259
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია განათლების სისტემაში კერძო პროვაიდერების შესვლის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი სწორი გზა, სისტემიდან სახელმწიფო ორგანიზაციების ეტაპობრივი ჩამოშორებაა.

„მიმაჩნია რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუკი კერძო სექტორი წამოიწევს წინ. ამ დროის განმავლობაში სულ გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვა და განათლება, რომლის პროვაიდერები სულ არიან სახელმწიფო ორგანზიაციები. პროვაიდერი სახელმწიფო არ ქმნის ხარისხს. ეს ყველამ ვიცით და ამას საკუთარ ტყავზე ვცდით ხალხი, რომელმაც საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ. დასავლეთში კი სადაც ამას კერძო სექტორი ქმნიდა, იყო უფრო ხარისხიანი. ავიღოთ დღევანდელი კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც ყველაზე სწრაფად ვითარდებიან, ეს არის კერძო ინიციატივები, ამიტომ აუცილებელია იგივე გავრცელდეს ყველგან.

ასევე რასაც ველოდი რომ აღარ იქნებოდა, ეს ეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს. როგორც ჩანს ის კიდევ შენარჩუნებულია ახალი პროგრამის მიხედვით. მე საერთოდ არ მესმის ამის არსი, იმიტომ რომ ეს არ არის სოციალური პროგრამა, აქ არ ხვდებიან შეჭირვებული ადამიანები, რომლესაც სწავლა უნდა დავუფინანსოთ. თუ ეს არის დარგის განვითარებისთვის, თუ სახელმწიფოს უნდა მაგალითად ფიზიკის განვითარება, მაშინ შესაძლებელია დარგის შესაბამისი გრანტი გასცეს და ვისაც უნდა ფიზიკის სწავლა იმან მიიღოს გრანტი.

სახელმწიფომ არ უნდა უკარნახოს რომ აუცილებლად კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ ფაკულტეტზე ისწვალოს. თუ დარგის განვითარება გვინდა, მაშინ მეტი კონკურენცია უნდა იყოს.“- განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თოფურიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები