პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროდუქციისა და მომსახურების ბაზარზე გატანას შეძლებენ - პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო, რომლითაც სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ: შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, ასევე სხვა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან/და წესდებით. კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ გზით კოლეჯების შემოსავალმა შესაძლოა წლიურად 1 მლნ ლარს გადააჭარბოს. რას შეცვლის საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული სასწავლებლებისთვის და რა შედეგები მოგვიტანა ბოლო პერიოდში პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა?
სტუმარი: მათე ტაკიძე - კოლეჯი "სპექტრი''-ს დირექტორი


































