მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილების მეორე მოსმენით განხილვას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1 იანვრამდე დაშვებული იქნება.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იყო 2024 წლის 1 იანვრამდე. მომხსენებლის თქმით, ფოთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რათა მათ შეძლონ ტრადიციული საქმიანობის განხორციელება, საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნული რეგულაციის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები