ქართული კომპანია "კოლორპაკი" უცხოურ წამყვან დიზანერულ სტუდიას მოემსახურება, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჟორჟოლიანმა "საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეობს და კომპანიის სახელის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
"ჩვენი ეტიკეტი და შეფუთვა გავიდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე, მათ შორის პოლონეთში, მილანში, გერმანიაში. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთი ქვეყნის წამყვან დიზაინ სტუდიასთან, რომ მათ დავუბეჭდოთ სპეციფიური ხაზი", - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ქართველი მწარმოებლების დიდ ნაწილს აღარ უწევს ეტიკეტისა და შეფუთვის დასაბეჭდად საზღვარგარეთ წასვლა და მათი მომსახურებით სარგებლობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს მცირე მეწარმეებისთვისაა, რომელთაც აღნიშნული პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით სურთ.
"მაისში გამართული ღვინის ფესტივალზე მცირე მეწარმეების პროდუქციის 50% წარმოდგენილი იყო ჩვენი ეტიკეტით. ჩვენი მიზანი იყო არამხოლოდ დიდ, არამედ მცირე მეწარმეებთან თანამშრომლობა და მათ უნიკალური შესაძლებლობა მივეცით. კერძოდ, მცირე მეღვინეებს, რომლებსაც 500-1000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა უნდათ და იტალიაში ვერ წავიდოდნენ ეტიკეტისა და ყუთების საყიდლად, ჩვენ ვემსახურებით. ამასთანავე, არ ვიფარგლებით მხოლოდ ღვინით, ვაკეთებთ თაფლის, კონსერვის და სხვა, ყველა ტიპის შეფუთვას და თან ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენს კლიენტებს ევროპული და ამერიკული გამოცდილება გავუზიარეთ", - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.

























