მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა - Reuters

სს

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა.

სანჩესის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედროები გადაჰყავდა, ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

„დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“, - განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები