მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოლუმბიაში ტყის ჩეხის მაჩვენებლებმა 23-წლიან მინიმუმს მიაღწია - Reuters

ტყე

2024 წლის პროგნოზით, კოლუმბიაში ტყის ჩეხა მაღალ დონემდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა, წინასწარი შეფასებით, გაუტყეურება, ბოლო ორი ათწლეულის მონაცემებით, რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა, სუზანა მუჰამადმა განაცხადა.

მისი ცნობით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, დეფორესტიზაცია ქვეყანაში ⅓-ით, 792 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

გასულ წელს მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ 2023 წლის წარმატებული შედეგების გამეორება ნაკლებად სავარაუდო იყო, რაც იმ დისიდენტურ ჯგუფებთან მოლაპარაკებების ჩაშლით აიხსნებოდა, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება შეშის არალეგალურ მოპოვებაში, პირუტყვის უკანონო მოშენებასა და გზების გაყვანაში ადანაშაულებს.

თავად სუზანა მუჰამადმა, რომელიც კოლუმბიაში, ამაზონის ტყესა და სხვა ეკოსისტემებაში მწვანე საფარის განადგურებას ებრძოდა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო - მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელი დანიშნული ჯერ არ არის.

ცნობისთვის, მუჰამადი ერთ-ერთი მაღალჩინოსანია პრეზიდენტი პეტროს კაბინეტიდან, რომელიც მინისტრის თანამდებობას ყველაზე დიდი ხანია იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები