მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

62b1612b97686
გიორგი არონია
21.06.22 10:30
686
კოლუმბიის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პარტიზანმა გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა და პირველი მემარცხენე პოლიტიკოსი გახდა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას დაიკავებს. საბოლოო შედეგების მიხედვით, გუსტავო პეტრომ ხმების 50.5% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა – 47.3%. საინტერესოა, რომ პეტროსთვის ეს რიგით მესამე საპრეზიდენტო არჩევნები იყო.



საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრომ სამშენებლო მაგნატი, როდოლგო ერნანდესი საგრძნობი უპირატესობით, 700 ათასი ხმით დაამარცხა, რაც ანალიტიკოსების აზრით, კოლუმბიელების ღრმად გამჯდარ უთანასწორობასთან ბრძოლის სურვილს უსვამს ხაზს.



სწორედ სოციალური პრობლემების აღმოფხვრა გახდა გუსტავო პეტროს საარჩევნო კამპანიის დასაყრდენი – ბოგოტის ყოფილმა მერმა და სენატორმა განაცხადა, რომ უთანასწორობას უფასო საუნივერსიტეტო განათლების შემოთავაზებით, საპენსიო რეფორმების გატარებითა და გამოუყენებელ მიწის ნაკვეთებზე მაღალი გადასახადის დაწესებით დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ ის ახალი ნავთობპროდუქტების აკრძალვასაც გეგმავს, რამაც ინვესტორების ნაწილი გაურკვევლობაში ჩააგდო.



„დღეიდან, კოლუმბია იცვლება – კოლუმბია განსხვავებულია, – განაცხადა პეტრომ ბოგოტაში შეკრებილი მხარდამჭერების წინ – ცვლილება, უმეტესწილად, სექტანტობაზე უარის თქმას გულისხმობს“. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ აღსანიშნავად, ბოგოტის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები