კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია სკოლა-პანსიონ კომაროვმა Facebook-გვერდზე გაავრცელა.
„მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.
MIT - ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT-ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა ბირკაძრ MIT - ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია.
ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია“, - წერს კომაროვის ადმინისტრაცია.