გასულ თვეში კომბოსტო 61%-ით გაძვირდა. BM.GE დაინტერესდა - სად ვყიდულობთ კომბოსტოს, რომელიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილს იკავებს.
წელს, 3 თვეში საქართველოში $416 ათასის ღირებულების 3,216 ტონა კომბოსტო შემოვიდა. მაშინ, როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში 63 ტონა კომბოსტო იყო იმპორტირებული, რომლის ღირებულებაც $15 ათასი იყო.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს კომბოსტოს იმპორტი 51-ჯერ გაეზარდა.
წელს, ქვეყანამ ჯამში 7 ბაზარზე ივაჭრა, თუმცა ძირითადად 3 ქვეყანა იყო გამოკვეთილი, რომელზედაც ყველაზე მეტი იმპორტის წილი მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნისთვის წელს მთავარი საიმპორტო ბაზარი ირანია, საიდანაც საქართველოში 404 ათასი დოლარის ღირებულების 3,181 ტონა კომბოსტო შემოვიდა. მას მოსდევს, რუსეთი, საიდანაც საქართველომ $3 ათასის ღირებულების 21 ტონა კომბოსტო იყიდა, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთია, სადაც ქვეყანამ 13 ტონა კომბოსტო იყიდა და მასში $8 ათასი გადაიხადა.
| ქვეყანა | 1000 აშშ დოლარი | ტონა |
| ირანი | 404.52 | 3181.53 |
| რუსეთი | 3.35 | 21.00 |
| თურქეთი | 8.16 | 13.96 |
| სომხეთი | 0.05 | 0.10 |
| ისრაელი | 0.18 | 0.04 |
| საფრანგეთი | 0.27 | 0.03 |
| ნიდერლანდები | 0.06 | 0.03 |




























