მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა 90%-ით შეგვიმცირდა - MYCLIENT.GE

5f5bd400834c2
ანა ჯოხაძე
12.09.20 11:50
963
"კომერციულ ფართებზე მოთხოვნა 90%-ით შეგვიმცირდა"- ამის შესახებ BM.GE-ის უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE-ის თანადამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა განუცხადა. როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, მოთხოვნის განსაკუთრებული შემცირება სარესტორნე, სასტუმრო და ტანსაცმელებით მოვაჭრე მაღაზიების სეგმენტში ფიქსირდება.

“ძალიან პესიმისტური თუ არ იქნება ჩემი განცხადება, ვიტყვი, რომ დაახლოებით 90%-ით შეგვიმცირდა მოთხოვნა. მასიურად ყველა ცენტრალურ უბანში, სადაც იყო ძალიან მაღალი მოთხოვნა და  პრობლემა იყო, რომ დაგვეკმაყოფილებინა კლიენტების ინტერესები, ახლა პირიქით სიტუაცია გვაქვს. ახლა მოგვმართავენ უძრავი ქონების მფლობელები თხოვნით, რომ რამენაირად მათი ქონებების გაქირავება მოვახდინოთ, თუმცა მოთხოვნა ცენტრალურ უბნებში საერთოდ არ არის. შეინიშნება, რომ ბიზნესებმა პერიფერიებში გადაინაცვლეს, უფრო ბიუჯეტურ რაიონებში”-ამბობს MYCLIENT.GE-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები