2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 35.5 მილიონი ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი იანვრისათვის 34.6 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.8 პროცენტია.

























