home
category
tv live menu
EN
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები 481 მლნ ლარით გაიზარდა

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 481.6 მილიონი ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა) და 2018 წლის პირველი ნოემბრისათვის 38.3 მლრდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები