მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები იზრდება

5b30f208d62cb
BM.GE
25.06.18 17:45
747
პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 351.9 მილიონი ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.8 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი ივნისისათვის 35.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები