მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები იზრდება

5bd1a11575fcf
BM.GE
25.10.18 14:54
640
2018 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 679.1 მილიონი ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.1 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი ოქტომბრისათვის 37.8 მლრდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.5 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები