2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 257.7 მლნ ლარით გაიზარდა და 22.77 მლრდ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.6 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 18.6 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გაფართოებამ. ივნისის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 82.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 58.4 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.6 პროცენტს შეადგენდა.