მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების მოგება იზრდება

5bf809f8d4855
BM.GE
23.11.18 18:08
849

ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 103.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 66 მლნ ლარით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკების მოგება წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო.

ამ პერიოდში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 379 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 288 მლნ ლარი საპროცენტო, ხოლო 91 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

წლის დასაწყისიდან კი ბანკების მოგებამ 706 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 37 მლნ ლარით აღემატება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები