მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 30.1 მილიარდი ლარია

58899037558f8
BM.GE
26.01.17 09:56
1192
2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებით) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 6.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 30.1 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები