მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები მაისში (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით შემცირდა

60d6ead60b5ae
თამთა ჯიჯავაძე
26.06.21 13:00
837
2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით, ანუ 2.7%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.46%-ით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივნისისათვის 57.09 მლრდ ლარი შეადგინა.

ხოლო საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.57 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.5%-ია.

გარდა ამისა, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია ბანკების დეპოზიტები. კერძოდ, მაისში საბანკო დეპოზიტების მოცულობამ 837 524 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელი 768 639 ათასი ლარი იყო. არასაბანკო დეპოზიტები კი მაისში აპრილთან შედარებით 35 621 255 ათასი ლარიდან 35 412 837 ათას ლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები