მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 40.0 მლრდ ლარს მიაღწია

5cebfd63a8cc3
BM.GE
27.05.19 19:03
584
2019 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

აპრილში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 590.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით) და 2019 წლის პირველი მაისისათვის 40.0 მლრდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები