მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომერციული დავების უმეტესობა სასესხო-საკრედიტო საქმეებია

5b30f65f0483a
ანუკა ჯოხაძე
25.06.18 18:15
764
კომერციული დავების მიმართულებით ყველაზე მეტი საქმე სასესხო-საკრედიტო მიმართულებას ეხება - ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის თქმით, ამ მიმართულებით თვეში დაახლოებით 13 საქმე შედის. სასხეხო-საკრედიტო მიმართულებას კი რაოდენობრივად ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საქმეები მოსდევს.

“ძირითადადა სპეციალიზაციაში შემოდის დავები, რომლებიც დაკავშირებულია სასესხო-საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ანუ ბანკის კრედიტები ნახევარ მილიონზე ზემოთ. ამის შემდეგ რაოდენობრივად მოდის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, რომელიც ძირითადად ხარისხიან შესრულებასთან ან შეუსრულებლობასთან არის დაკავშირებული”, - ამბობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები