სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურისტული კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ ხელისუფლებას სექტორში დასაქმებული ადამიანების ნებაყოფლობითი ვაქცინაციისთვის, სამედიცინო კომპანიებთან მოლაპარაკებებთან შეთანხმებით ჩინური ან თუნდაც რუსული ვაქცინის ჩამოტანისთვის მზაობას გამოთქვამდნენ.
"წინასწარი მალაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარება/მონაწილეობის გარეშე, ამისათვის გვესაჭიროება მხოლოდ ნებართვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ვაქცინები ჯერ „ჯანმო-ს“ მიერ არ არის რეგისტრირებული, ამიტომაც მათი გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის არ მოხდება, განკუთვნილი იქნება მხოლოდ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის, მათი სურვილის და სრული პასუხისმგებლობის პირობით, ასევე მათი დამსაქმებლების თანხებით. ინდუსტრიაში მომუშავე ვაქცინირებული პირების არსებობა პირდაპირი სტიმულია უცხოელებისათის უსაფრთხო მოგზაურობის თვალსაზრისით", - ეწერა მიმართვაში.