საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთამინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება.
"კომერციულმა ატაშემ შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა და მისი ძირითადი ამოცანა იქნება ექსპორტის წახალისების, ინვესტიციებისმოზიდვის ხელშეწყობა და იქ არსებული ჩვენი ბიზნესის დაცვა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომერციული ატაშეს დანიშვნისთვის შესაბამისი ცვლილებები "დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“ შედის.

























