მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული არბიტრაჟის ინსტიტუტი საქართველოში

გასული კვირის ბოლოს, ინვესტორთა საბჭოს 22-ე შეხვედრა შედგა. ინვესტორთა საბჭოში შემავალი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია ბიზნესისთვის. განსახილველ საკითხებს შორის იყო, საქართველოში კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება და ახალი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით.

არბიტრაჟი დავების გადაწყვეტის სწრაფი მექანიზმია, თუმცა იმისთვის, რომ საარბიტრაჟო დავა საბოლოოდ აღსრულდეს მას აუცილებლად სჭირდება სასამართლოს გზის გავლა, სააპელაციო სასამართლომ უნდა ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. პროფესიული წრეების მიერ აღიარებულია, რომ სწორედ ამ რგოლშიც ხდება ვადების გაჭიანურება. ასრულებს თუ არა სასამართლო სისტემა ამ პროცესში ნეგატიურ როლს და როგორ უნდა გაძლიერდეს არბიტრაჟის ინსტიტუტი საქართველოში?

სტუმარი: რუსუდან ჭკუასელი - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები